"სიტი კრედიტი" მომხმარებელს სთავაზობს სამომხმარებლო, იპოთეკურ, ავტო და ბიზნეს სესხებს. სესხები გაიცემა როგორც არსებული ბიზნესის გაფართოებისათვის, ასევე ახალი საქმიანობის დასაწყებად. სესხის ვალუტაა ლარი, ხოლო უზრუნველყოფა უძრავი ქონება ან ავტომობილი.

სესხის დაფარვა ხორციელდება ყოველთვიური თანაბარი გადახდებით, კლებადი საპროცენტო სარგებლის პრინციპის საფუძველზე. ყოველთვიური გადასახადი მოიცავს სესხის ძირითადი თანხის ნაწილსა და საპროცენტო სარგებელს. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია სესხის დაფარვის გრაფიკის შედგენა კლიენტის მიერ მოთხოვნილი საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით.

Copyright © 2024 - CITY CREDIT Created By: Pro-Service